ინფორმაცია 20 იანვარს გაავრცელა ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა.
„პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა სიამოვნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით მიიღო წინადადება, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის ერთგულება მშვიდობის ხელშეწყობის მიმართ“, - დაწერა მან ფეისბუკზე.
ტრამპის წერილში, რომელსაც ფაშინიანის პრესსპიკერი აქვეყნებს, არაფერია ნათქვამი „მილიარდ დოლარზე“, რაც, „ბლუმბერგის“ და სხვა გამოცემების თანახმად, არის ის მინიმალური თანხა, რაც ტრამპს აქვს დაწესებული საბჭოში „მუდმივი ადგილის“ მოპოვებისათვის.
ასევე ნახეთ Bloomberg: ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ წევრობისთვის მილიარდ დოლარს ითხოვსგეგმის თანახმად, „საბჭოს“ უვადოდ უხელმძღვანელებს ტრამპი, რომელიც მუშაობას დაიწყებს ღაზაში კონფლიქტის მოგვარებით და შემდეგ გააფართოებს საქმიანობას სხვა კონფლიქტების მოსაგვარებლად.
დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესასვლელად უკვე მიიწვია მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი.
ასევე ნახეთ პუტინმა აშშ-სგან "მშვიდობის საბჭოში" წევრობის მიწვევა მიიღო - პესკოვიReuters-ის წყაროების ცნობით, მიწვევები მიიღეს ასევე საფრანგეთის, გერმანიისა და ავსტრალიის მმართველებმა. ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი საბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლად მიიწვიეს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევას, რომ შევიდეს „მშვიდობის საბჭოში“, იტყობინება Politico ელისეს სასახლეზე დაყრდნობით.
Politico-ს ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის გამო, რომ „მშვიდობის საბჭოს“ ექნება ფართო უფლებამოსილებები, რომლებიც გასცდება ღაზის სექტორის გარდამავალ მმართველობას და ძირს გამოუთხრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურას.
ასევე ნახეთ ემანუელ მაკრონი უარყოფს დონალდ ტრამპის მიწვევას„მშვიდობის საბჭოში“ტრამპის გეგმით, შეიქმნება ღაზის სექტორის ცალკე აღმასრულებელი საბჭო, რომელიც 11 წევრისგან იქნება შედგენილი. მათ შორის არიან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის გაეროს საგანგებო კოორდინატორი სიგრიდ კააგი და არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი რიმ ალ-ჰაშიმი.
ასევე ნახეთ Bloomberg: ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ წევრობისთვის მილიარდ დოლარს ითხოვს