კიევში 1600-ზე მეტი სახლი გათბობის გარეშე რჩება

კიევში 1600-ზე მეტი სახლი გათბობის გარეშე რჩება, 2026 წლის 25 იანვარი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინაზე დარტყმები მიიტანა 1700-ზე მეტი დრონით, 1380-ზე მეტი მართული საავიაციო ბომბით და სხვადასხვა ტიპის 69 რაკეტით. "მთავარი სამიზნეები, რომლებსაც რუსეთი ახლა უტევს, ჩვენი ენერგეტიკა, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლებია" - წერს ზელენსკი ტელეგრამით და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების მნიშვნელობას.

რუსეთის მიერ შაბათს განხორციელებული შეტევის შემდეგ კიევში გათბობის გარეშე რჩება 1676 მაღალსართულიანი სახლი - აცხადებს ქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო. მისი თქმით, 24 იანვრის იერიშმა საერთო ჯამში გათბობის გარეშე დატოვა ექვს ათასამდე სახლი.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, შაბათიდან კვირის ღამით რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ გაუშვა 102 დრონი და ორი რაკეტა. მოხერხდა 87 დრონის ნეიტრალიზაცია.

ასევე ნახეთ ჩეხებმა უკრაინისთვის 22 მლნ-ზე მეტი შეაგროვეს გენერატორების შესაძენად