უკრაინის გენშტაბის მიერ 26 იანვარს, დღის მეორე ნახევარში გავრცელებული განცხადების თანახმად, ეს ქარხანა რუსეთის „ენერგეტიკული ზურგის“ ნაწილია და რუსული არმიის უზრუნველყოფაშია ჩართული.
გენერალური შტაბის წინასწარი მონაცემებით, დრონებით დარტყმის შედეგად დაზიანებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების „დანადგარების ელემენტები“, მიყენებული ზიანის მასშტაბი კი დაზუსტების ეტაპზეა.
ასევე ნახეთ კრასნოდარის მხარეზე დრონებით შეტევის სამიზნე სავარაუდოდ, ისევ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყოკრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 26 იანვარს, დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ ქალაქ ყუბანის სლავიანსკში „უპილოტო საფრენი აპარატების ფრაგმენტები ჩამოცვივდა ორი საწარმოს ტერიტორიაზე, დაშავდა ერთი ადამიანი“ და ხანძრები გაჩნდა.
შტაბს კონკრეტული საწარმოები არ დაუსახელებია. ტელეგრამ-არხი ASTRA ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით წერდა, რომ დრონებით დარტყმა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
ყუბანის სლავიანსკში მდებარეობს კომპანია „სლავიანსკ ეკოს“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც კომპანიის საიტის თანახმად, წელიწადში ოთხ მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს. ამ ქარხანაზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო 2025 წლის დეკემბერშიც.
ასევე ნახეთ ყინვა და რუსული რაკეტები - როგორ ცხოვრობს კიევი მძიმე ენერგეტიკული კრიზისის პირობებშიუკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
თავის მხრივ, რუსეთის არმია განაგრძობს უკრაინის ენერგოობიექტების განადგურებას. უკრაინაში უმწვავესი ენერგოკრიზისია.