„ვარ კინო-ტელე რეჟისორი, ვასწავლი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში... ასევე ვარ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორი. ვადა მეწურებოდა წელს და როდესაც გამოჩნდა მომენტი, რომ ტელევიზიაში დირექტორის არჩევანი ყოფილიყო, მივიღე მონაწილეობა დიდი ფიქრის შემდეგ.
ტელევიზია იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემთვის ძალიან ახლო ორგანიზმია. დიდი ხნის წინ ვმუშაობდი. ვთანამშრომლობდი ყოველთვის: გადაცემები, დოკუმენტური ფილმები. ჩემთვის ეს ძალიან ახლობელი სამსახურია“, - თქვა მაუწყებლის ახალმა დირექტორმა.
კიკვაძე ამ თანამდებობას სამი წლის ვადით დაიკავებს. მის არჩევას სხდომაზე მყოფი რვა წევრიდან შვიდმა დაუჭირა მხარი.
აჭარის ტელევზიის დირექტორის ხელფასი 7000 ლარამდე გაიზარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 15 000 ლარამდე იზრდებააჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად კონკურსი მესამედ 2025 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა. იმავე სხდომაზე გადაწყდა, რომ მომავალი დირექტორის ხელფასი (ხელზე ასაღები) 7000 ლარი უნდა გამხდარიყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხაა. 2026 წელს, 2025 წლის მსგავსად, ის ბიუჯეტიდან 101 მილიონ ლარს მიიღებს. ამ თანხაშია გათვალისწინებული აჭარის ტელევიზიისთვის გამოსაყოფი თანხაც.