„რამდენიმე ქვეყანა ცდილობს ამჟამად თავიდან აიცილოს ტოტალური ომის აფეთქება ჩვენს რეგიონში. ამის ნაცვლად, ევროპა ცეცხლის გაღვივებით არის დაკავებული“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ამის ფონზე ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა გაიზარდა მას მერე, რაც ვაშინგტონმა სპარსეთის ყურეში და რეგიონში დიდი რაოდენობით სამხედრო ძალას მოუყარა თავი.
ასევე ნახეთ ევროკავშირმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა და “რევოლუციური გვარდია” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა„აშშ-ის დავალებით “შემობრუნების” – [სანქციების კვლავ ამოქმედების] შემდეგ, ის ახლა კიდევ ერთ დიდ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, როდესაც ჩვენი ეროვნული არმია ვითომ „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა“, - დასძინა მან და მიანიშნა ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების აღდგენაზე შარშან ევროპის ქვეყნების ინიციატივით.
29 იანვარს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ "გუშაგთა კორპუსი" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ; ბლოკმა ირანს ახალი სანქციებიც დაუწესა.
ასევე ნახეთ ირანის რევოლუციური გვარდია აშშ-ს აფრთხილებს, რომ “თითი ჩახმახზე” აქვს