„წარმოდგენილი ცვლილებები წარმოადგენს ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის შეზღუდვის და როლის დაკნინების საფრთხეს“, - წერს ასოციაცია 2 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
- „გრანტების კანონში“ ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა მიღებული შემზღუდავი კანონების „გვერდის ავლის გზების“ ამოქოლვის მიზნით - ახალ ცვლილებებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აკრიტიკებენ;
- „იურიდიული დახმარების კანონში“ ცვლილებები კი ეხება „სახაზინო ადვოკატებს“ - სამსახური, რომელიც მათ აერთიანებს, უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება და მის მმართველ საბჭოს ხელისუფლება დააკომპლექტებს.
ასევე ნახეთ
ევროსაბჭოს კომისარი შეშფოთებულია "გრანტების შესახებ" კანონში "შეთავაზებული ცვლილებებით"„დაუშვებელია“ - "სიფა"
"სიფა" აცხადებს, რომ ორივე კანონპროექტი „პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და გაეროს და ევროსაბჭოს ფუნდამენტურ პრინციპებს“.
„დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული იურიდიული მომსახურების გაწევისთვის მიღებული ჰონორარის გათანაბრება უცხოურ დაფინანსებასთან და შესაბამისად დასჯად ქმედებად განსაზღვრა“, - აცხადებს ასოციაცია.
ასევე ნახეთ
იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭო - "ოცნების" ახალ კანონპროექტში ადვოკატებზე ზეგავლენის საფრთხეს ხედავსრაც შეეხება „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, - "სიფაში" მიიჩნევენ, რომ იგი:
- „ქმნის ღია ინტერესთა კონფლიქტს;
- ზღუდავს სამსახურის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და პროფესიულ თვითმმართველობას;
- რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების ინტერესებს“.
„იურიდიული დახმარების სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი მთავრობის ზედმეტი ჩარევისგან, რათა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი სახელმწიფოსთან“, - აცხადებენ საადვოკატო ფირმები.
ასოციაცია მოუწოდებს პარლამენტს, „გაითვალისწინოს ადვოკატის დამოუკიდებლობის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები“ და „უზრუნველყოს იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობა“.
„სახაზინო ადვოკატების“ სამსახური
პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებებით, იურიდიული დახმარების სამსახური - სამსახური, რომელიც „სახაზინო ადვოკატებს“ აერთიანებს - უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.
ამასთან, ცვლილებების მიხედვით, სამსახურის მმართველ საბჭოს, - რომელიც ამჟამად ძირითადად პროფესიული და უფლებადამცველი ჯგუფებისგან კომპლექტდება, - თითქმის სრულად ხელისუფლება დააკომპლექტებს.
- დაგეგმილ ცვლილებებზე "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია" აცხადებს, რომ მან „შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ დაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებას“.
- ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ცვლილებებს უწოდებს სამსახურის „იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში გადატანის მცდელობას“.
ასევე ნახეთ
იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერთან ანგარიშვალდებული ხდება - ადვოკატთა ასოციაცია ამას აკრიტიკებსამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, სამსახური „არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს“ და „ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე“.
„დამოუკიდებლობა არ დგას რისკის ქვეშ“ - ყანდაშვილი
2 თებერვალს, სადავო პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის შემდეგ, "ადვოკატთა ასოციაციის" ახალმა ხელმძღვანელმა ირაკლი ყანდაშვილმა, - სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ (IPN-ის) თანახმად, - განაცხადა:
„უმნიშვნელოვანესი ყოველთვის იყო და დარჩება ადვოკატის საქმიანობის დამოუკიდებლობა. ადვოკატის დამოუკიდებლობა არანაირი რისკის ქვეშ არ დგას და ამას რამე ცვლილება არ განაპირობებს, ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი“.
„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო საქართველოს მთავარი პროკურორის ჩართულობა საბჭოში, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით არის ინტერესთა კონფლიქტის რისკი“, - თქვა მან.
„პირველ მოსმენაზე აზრი გავცვალეთ და მეორე მოსმენისას საკითხი დაზუსტდება. ჩვენ კომიტეტს შევთავაზეთ, იურიდიული დახმარების სამსახური ჩაერთოს მათი წარმომადგენლის კვოტით“, - განაცხადა ყანდაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.