საქართველოც, ლადო კახაძეს რომ დავესესხოთ, კატამარანია, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის ვერც დიდ განსაცდელში ჩავარდნილი შვედეთი. ისევე როგორც ვერაფერმა შეაჩერა დეპუტატი პეტრიაშვილი, როცა ამერიკულ საბრძოლო ორგანიზაცია РАФ-ფან გააფორმა კონტრაქტი, რათა ის ენერგია, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტის გამო პარლამენტის დარბაზში ვერ დახარჯა, ოქტოგანზე გადმოაფრქვიოს.