პოლონეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა საკუთარი ბირთვული პროექტის შექმნას

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. კრზესინი, 11 სექტემბერი, 2025.

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ Polsat News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის „პოლონეთის ბირთვულ პროექტში ჩართვის დიდი მხარდამჭერია“.

საერთაშორისო არასტაბილურობისა და უსაფრთხოების სფეროში გაურკვევლობის ზრდასთან დაკავშირებით ნავროცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთმა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა დაიწყოს „ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით“.

„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის საზღვარზე მდებარეობს. აგრესიული, იმპერიული რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულება პოლონეთის მიმართ კარგად არის ცნობილი“, განაცხადა ნავროცკიმ.

პოლონეთის ბირთვული პროგრამის გაჩენაზე მოსკოვის შესაძლო რეაქციის შესახებ კითხვაზე პასუხად ნავროცკიმ განაცხადა, რომ „რუსეთს შეუძლია აგრესიულად უპასუხოს ნებისმიერ რამეს“.

2025 წლის გაზაფხულზე პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მოუწოდა შეერთებულ შტატებს, რუსული აგრესიის შემაკავებელი ძალის სახით პოლონეთში გადაეტანა ბირთვული ქობინები. შარშან პოლონეთმა ხელი მოაწერა საფრანგეთთან შეთანხმებას, რაც, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის თქმით, გზას გაუხსნის ბირთვული რაკეტებისგან თავდაცვის ფრანგული სისტემის პოლონეთში გავრცელებას. 2025 წლის 10 სექტემბერს რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში მდებარე ობიექტებზე განხორციელებული იერიშის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა რუსეთის 19 დრონი. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ ეს შეაფასა, როგორც „აგრესიის აქტი, რომელმაც რეალური საფრთხე შეუქმნა მოქალაქეების უსაფრთხოებას“. მომდევნო დღეს პოლონეთმა ნატოს სთხოვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების მიწოდება.

ასევე ნახეთ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა დრონები პოლონურ თვითმფრინავებში გაცვალოს