გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეიცავს მოწოდებას, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყდეს ცეცხლი რუსეთსა და უკრაინას შორის.
სამშაბათს ნიუ-იორკში იმართება გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავს ეძღვნება.
რეზოლუციას, რომლის სახელწოდებაა „უკრაინაში მყარი მშვიდობის მხარდაჭერა“, 107-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. მათ შორის საქართველომ.
12 წინააღმდეგი იყო. 51-მა სახელმწიფომ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, თავი შეიკავა.
რუსეთისა და ბელარუსის გარდა რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს ბურკინა-ფასომ, ბურუნდიმ, კუბამ, კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, ერიტრეამ, ირანმა, მალიმ, ნიკარაგუამ, ნიგერმა და სუდანმა.
ასევე ნახეთ G7-ის ლიდერებმა მხარდაჭერა გამოუხატეს უკრაინას და აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას