- უკრაინელმა სამხედროებმა ნოვოროსიისკში 2025 წლის ნოემბერში დაარტყეს ნავთობტერმინალებს და კასპიის მილსადენის კონსორციუმის ნავმისადგომს.
- კონსორციუმის აქციონერთა შორის ამერიკული კომპანიებიც არიან.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის და ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, სტეფანიშინამ სახელმწიფო დეპარტამენტისგან „მიღებულ დემარშზე“ 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოსვლისას ილაპარაკა.
ელჩის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოისმინეს, რომ ნოვოროსიისკისკის ინფრასტრუქტურაზე დარტყმამ გავლენა მოახდინა ყაზახეთის გავლით განხორციელებულ ამერიკულ ინვესტიციებზე, ამიტომ მსგავსი შეტევებისგან თავი უნდა შეიკავონ. დიპლომატის თანახმად, უკრაინულმა მხარემ ცნობად მიიღო, რომ ამერიკის ეკონომიკური ინტერესები დაზარალდა.
ასევე ნახეთ ტრამპი: ინდოეთის პრემიერ-მინისტრი დათანხმდა, შეწყვიტოს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა ასევე ნახეთ Bloomberg: აშშ-ს სურს, უკრაინაში ომი 4 ივლისამდე დასრულდესსტეფანიშინას განცხადებით, ამერიკულ მხარეს კიევისთვის არ შეუთავაზებია, რომ ზოგადად, უარი თქვას რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკული ობიექტების საწინააღმდეგო დარტყმებზე.
უკრაინის ელჩმა ილაპარაკა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერების აუცილებლობაზეც და ამერიკელ კანონმდებლებს შესაბამისი კანონის მიღებისკენ მოუწოდა.
- 2025 წლის 14, 25 და 29 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რაკეტებით და უპილოტო აპარატებით შეუტიეს ნოვოროსიისკის პორტის ნავთობტერმინალებს და კასპიის მილსადენის კონსორციუმის ნავმისადგომს.
- ეს კონსორციუმი ნავთობის ტრანსპორტირების საერთაშორისო კომპანიაა, რომლის აქციონერთა შორის რუსეთისა და ყაზახეთის გარდა არიან ამერიკული და ევროპული კომპანიებიც.
- მილსადენს მიეწოდება, ძირითადად, ყაზახეთში მოპოვებული ნავთობი და რუსი მწარმოებლების ნედლეულიც. ნავთობი ნოვოროსიისკთან მდებარე ტერმინალიდან ტანკერებზე იტვირთება მსოფლიო ბაზარზე გასაგზავნად.