Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg: აშშ-ს სურს, უკრაინაში ომი 4 ივლისამდე დასრულდეს

უკრაინელი ჯარისკაცი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "გრადის" ფონზე. ჩასოვ-იარის მახლობლად, 15 იანვარი, 2026.
უკრაინელი ჯარისკაცი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "გრადის" ფონზე. ჩასოვ-იარის მახლობლად, 15 იანვარი, 2026.

Bloomberg-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას მიაღწიოს 4 ივლისამდე, როდესაც შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დეკლარაციის 250 წლისთავს აღნიშნავენ.

სააგენტოს წყაროების ცნობით, ნატოში აშშ-ის მოკავშირეები სკეპტიკურად არიან განწყობილი ამ გეგმების მიმართ. „ისინი ამბობენ, რომ აშშ დაჟინებით მოითხოვს შეთანხმებას მანამ, სანამ ტრამპი 4 ივლისს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს უმასპინძლებს. თუმცა, ევროპელი და ნატოს მაღალი თანამდებობის პირების თქმით, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა მიაღწიოს ისეთ შეთანხმებას, რომელიც მის ძირითად მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა“, წერს Bloomberg-ი.

კრემლი ომის დასრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად ასახელებს რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების მოსკოვის იურისდიქციაში გადაცემას.

ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატების წინადადებაა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომი დასრულდეს ზაფხულის დაწყებამდე, ვინაიდან მოგვიანებით მათ უკვე სხვა პრიორიტეტი ექნებათ: აშშ-ის კონგრესის არჩევნები, რომელიც ნოემბერშია დაგეგმილი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG