ტრამპი ამბობს, რომ ხამენეი მკვდარია

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მკვდარია.

"ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია", - წერს ტრამპი თავისი სოციალური ქსელით Truth ‌Social, ⁠ამ ინფორმაციის წყაროს დაკონკრეტების გარეშე.

"ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ირანელი ხალხისთვის, რათა მათ თავიანთი ქვეყანა დაიბრუნონ", - დასძენს ტრამპი.

ირანი ჯერჯერობით არ ადასტურებს ხამენეის სიკვდილს.

ხამენეიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ირანის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მან ირანი გადააქცია მნიშვნელოვან ანტიამერიკულ ძალად, ქვეყნის სამხედრო გავლენა განავრცო ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით და სასტიკი რეპრესიებით უპასუხებდა ქვეყნის შიგნით გაჩენილ საპროტესტო მოძრაობებს.

28 თებერვალს ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების სამიზნე იყო ირანის ხელმძღვანელობის შეხვედრების მნიშვნელოვანი ადგილები.

თავდასხმებს, რომლებსაც ორგანიზაცია "წითელი ნახევარმთვარის" მონაცემებით, 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მოჰყვა ირანის საპასუხო დარტყმები ისრაელზე და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის არმიის ობიექტებზე.

ასევე ნახეთ

ნეთანიაჰუ: ბევრი ნიშანია, რომ ხამენეი "აღარ არის"