ისრაელის არიის შინაგანი ფრონტის სარდლობამ გამოაცხადა რეზერვისტების მობილიზაციის შესახებ.
20 ათასი რეზერვისტის მობილიზაციის მიზანი, სარდლობის თანახმად, სამოქალაქო პირების დახმარებაა ირანის სარაკეტო თავდასხმების დროს.
თავის ვებგვერდზე სარდლობა წერს, რომ სამსახურში “გაწვეულია დაახლოებით 20 ათასი რეზერვისტი", რომლებიც შეუერთდებიან შინაგანი ფრონტის ძალებს მთელ ქვეყანაში.
ირანზე აშშ-ის და ისრაელის საჰაერო იერიშების დაწყების საპასუხოდ, 28 თებერვალს ირანმა სამიზნეში ამოიღო ისრაელი.
ასევე ნახეთ ირანის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე აშშ-სა და ისრაელს ემუქრება. სააგენტო "ფარსი": მოკლეს პოლიციის დაზვერვის უფროსიისრაელის არმიამ მოქალაქეებს განგაშის დროს დაცულ ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდა. საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ რაკეტებისა და დრონების გადატაცებაზე.
ისრაელის თავდაცვა ადასტურებს, რომ რამდენიმე ადგილას რაკეტა სამიზნეს მოხვდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ცნობებს ისრაელი არ ავრცელებს.