Reuters-ი იტყობინება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველთა საბჭოს იურისტ წევრად ალირეზა არაფი აირჩიეს.
ირანის კონსტიტუციით, ეს არის სამწევრიანი ორგანო, რომელსაც უზენაესი მმართველის როლის შესრულება ევალება ექსპერტთა ასამბლეის მიერ ახალი ლიდერის არჩევამდე.
ამ დროებით საბჭოში შედიან პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარე და იურისტი.
იურისტი გუშაგთა 12-წევრიანი საბჭოს რიგებიდან ირჩევა.
არაფი მმართველთა საბჭოს წევრი იქნება პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანსა და სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარე ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეისთან ერთად.
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, 28 თებერვალს თეირანში აშშ-ის და ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა.
ასევე ნახეთ ირანის სახელმწიფო მედია ადასტურებს ხამენეის სიკვდილს