ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციების ფარგლებში სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, იტყობინება არმია. ოპერაციის მსვლელობისას, რომლის კოდური დასახელებაა “ეპიკური მრისხანება” (Epic Fury), კიდევ ხუთი მძიმედ დაიჭრა.
ისრაელის და აშშ-ის არმიებმა 28 თებერვლის დილით დაიწყეს ირანში სამხედრო, ასევე სამთავრობო ობიექტების დაბომბვა.
ასევე ნახეთ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, უარი თქვას „უძლიერესი" დარტყმის განზრახვაზეაშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ “აშშ-მა ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო“ და რომ მისი გზავნილი მარტივია: „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი“.
ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ 28 თებერვალს დაწყებულ იერიშს ირანზე „პრევენციული დარტყმა“ უწოდა.
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა თავდასხმების საპასუხოდ
წამოიწყეს ისრაელისთვის, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ბაზებისთვის რაკეტების დაშენა.
თეირანში სამთავრობო ობიექტის დაბომბვისას სხვა პირებთან ერთად მოკლული იქნა ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.