ირანის ელჩი: რა საჭიროა დივერსიული და ფარული ქმედებები, როდესაც თავდაცვის ფარგლებში შესაძლებელია მტრის სამხედრო მიზნებზე რეაგირება

ირანის ისლამური სახელმწიფოს ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი

მოკლედ

  • ირანის ისლამური სახელმწიფოს ელჩი საქართველოში ფეისბუკპოსტში იხსენებს ევროპელ დიპლომატთან საუბარს ისრაელის ელექტროგადამცემ ხაზებზე დივერსიების გეგმების შესახებ იმის განსამარტად, რომ "როდესაც ლეგიტიმური თავდაცვის ფარგლებში შესაძლებელია მტრის სამხედრო მიზნებზე რეაგირება", საჭირო არ არის დივერსიული და ფარული ქმედებები.
  • ელჩი არ ხსნის რატომ ყვება ამ ამბავს, თუმცა ამბის ბოლოს წერს, რომ "ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და რეგიონული სტაბილურობა ის საკითხია, რომელიც ყველა აქტორისგან პასუხისმგებლობას მოითხოვს".
ელჩის პოსტის ფონია აზერბაიჯანის განცხადება იმის შესახებ, რომ ბაქომ აღკვეთა ირანული ქსელის თავდასხმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე - ალი მოჯანი ნავთობსადენს და მასზე თავდასხმას პოსტში არ ახსენებს.

"ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის ხაზს უსვამდა პასუხისმგებლიან და გამჭვირვალე მიდგომას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ამავდროულად, აშკარაა, რომ ირანის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი, პროპორციული და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება.

არ დაგავიწყდეთ, ომი ჩვენ არ დაგვიწყია" - წერს ირანის ელჩი საქართველოში 7 მარტს გამოქვეყნებულ სტატუსში. ამავე ტექსტის თანახმად, მას "ახლახანს" ჰქონდა საუბარი ევროპელ დიპლომატთან ისრაელის ელექტროგადამცემ ინსფრასტრუქტურაზე დივერსიული აქტების მომზადებისთვის დაკავებული ადამიანების შესახებ, რაზეც მანამდე მედია წერდა.

ასევე ნახეთ სუსი გამოკითხვაზე იბარებს თინა ხიდაშელს, გიორგი კანდელაკს, გუბაზ სანიკიძეს
ასევე ნახეთ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმას გეგმავდა - აზერბაიჯანის სუსი

ინფორმაცია აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა იმის შესახებ, რომ აღკვეთილია „ტერორისტული ოპერაციები და საბოტაჟი, ასევე დაზვერვის მონაცემების შეგროვება, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) მიერ იყო დაგეგმილი აზერბაიჯანში“, 6 მარტს გაავრცელა ბაქომ.

ასევე ნახეთ “მზად ხარ ხამენეისთვის სიკვდილზე წახვიდე?” - ირანული რბილი ძალის კვალი საქართველოში