მოკლედ
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თინა ხიდაშელის, გუბაზ სანიკიძის და გიორგი კანდელაკის შემდეგ გივი თარგამაძესაც იბარებს გამოკითხვაზე - გამოძიება სავარაუდოდ მისი საჯაროდ გავრცელებული განცხადებებით არის დაინტერესებული ირანის თემაზე.
- სუს-დან თარგამაძეს ჯერჯერობით ვერ დაუკავშირდნენ: უწყებაში აცხადებენ რომ გივი თარგამაძეს ტელეფონი გათიშული აქვს და იმედი აქვთ, "მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში."
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თავად საზოგადოებისთვის არ უცნობებია რა მუხლის ქვეშ ან როდის დაწყებული გამოძიების ფარგლებში იბარებს პოლიტიკოსებს.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა გიორგი კანდელაკმა, გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დაიბარეს, სსკ-ის 319 მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
გივი თარგამაძე, რომლითაც გამოძიებაა დაინტერესებული, 7 თვით იყო დაპატიმრებული სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო - მან საპატიმრო 2026 წლის 26 იანვარს დატოვა.
სუსი-ს განცხადება იმის შესახებ, რომ თარგამაზე დაბარებულია გამოკითხვაზე, თავდაპირველად პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებით გავრცლედა
სუს-ში დაბარებული პირები ჩვენების მიცემას სასამართლოში, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით აპირებენ. ცნობილია რომ გუბაზ სანიკიძე 7 მარტსვე დაიკითხება.
გამოძიების ფონია ირანში საომარი მოქმედებები და უმაღლესი ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ ახალი მმართველის არჩევის მოლოდინი.