„ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას. რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი იყო, რომ - არა. შევეცადე ამეხსნა ის, რომ ქვეყანას ვნებს ის, რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება. ჩემი შეფასება იყო მოწოდებული იმისთვის, რომ მეტი იმუშაონ და პრევენცია მოახდინონ იმისი, რაც ვნებს ქვეყანას. ყველაფერი მქონდა ღია წყაროებიდან და მათაც აქვთ, ამ ფაქტებს შესაბამისი მუშაობა უნდა. სამწუხაროდ, აქ ჩვენი გამოკითხვების პარალელურად, ეს პროცესები ვითარდება ძალიან საჯაროდ, თავხედურად, მიზანმიმართულად და შეუჩერებლად“, - ამბობს გივი თარგამაძე.
სუსში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) მარტის დასაწყისში დაიწყო. გამოძიების ფონია ირანში საომარი მოქმედებები.
ასევე ნახეთ “სიყვარულის მახვილი” - რას აკეთებს ირანული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი საქართველოში?სუსის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს:
- თინა ხიდაშელი, "ქართული ოცნების" მთავრობის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი;
- ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე, ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი და ყოფილი ვიცე-სპიკერი;
- გიორგი კანდელაკი, სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი;
- ვახტანგ კაპანაძე, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი;
- გია ხუხაშვილი - პოლიტოლოგი.
გივი თარგამაძე სუსში დაიბარეს სავარაუდოდ 7 მარტს ტელეკომპანია „ფორმულის“ გადაცემა „გეოპოლიტიკაში“ გაკეთებული განცხადების გამო:
„სამწუხაროდ, ვერ ვიტყოდი, რომ [ხელისუფლების] კონტროლის მიღმაა. შეიძლება, თვითონ არ წრთვნიან ამ ადამიანებს, მაგრამ აძლევენ ამის საშუალებას, რომ ისინი ასეთ გზას დაადგენენ. სამწუხაროდ, მეოთხე შემთხვევაა ორი წლის განმავლობაში... ოთხივე შემთხვევაში შემსრულებელია აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქე...
ახლა ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში არის პოლიგონი. თუკი, ირანს შეუძლია, ხომ ყველა დარწმუნებულია, რომ რუსეთსაც შეუძლია?! და კიდევ ვის შეუძლია, კაცმა არ იცის...
პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტერორისტული უნივერსიტეტია...“
ასევე ნახეთ სუს-ი გივი თარგამაძესაც იბარებს გამოკითხვაზე - თუმცა, სუს-ის თქმით, მას ტელეფონი აქვს გათიშულიგივი თარგამაძემ საპატიმრო 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ ახლახან, 2026 წლის 26 იანვარს, დატოვა. სასამართლომ მას პატიმრობა და 2 წლით სახელმწიფო დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვა სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მიუსაჯა.