საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებს ნება დართო, მონაწილეობა მიეღოთ 2026 წლის პარალიმპიურ თამაშებში, რომლებიც იტალიაში ჩატარდა. შედეგად, ექვსმა რუსმა და ოთხმა ბელარუსმა სპორტსმენმა იასპარეზა საკუთარი ეროვნული დროშებით, ჰიმნებითა და ატრიბუტიკით.
უკრაინამ ბოიკოტი გამოუცხადა თამაშების გახსნის ცერემონიას 6 მარტს. ბოიკოტს კიდევ ათამდე ევროპული ქვეყანა შეუერთდა.
მედლების საერთო ჩათვლაში რუსეთის პარალიმპიურმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. სულ მოიპოვეს 12 მედალი - რვა ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.
მედლების ჩათვლაში გამარჯვება ერგო ჩინეთის ნაკრებს - ჩინელ პარალიმპიელებს აქვთ 15 ოქრო, 13 ვერცხლი და 16 ბრინჯაო. მეორე ადგილზე გავიდნენ აშშ-ის სპორტსმენები 12 ოქროთი, 5 ვერცხლითა და 6 ბრინჯაოთი.
რუსებმა 2014 წლის შემდეგ პირველად იასპარეზეს პარალიმპიურ თამაშებზე ეროვნული დროშითა და ჰიმნით. 2016 წელს რუსეთის გუნდი არ დაუშვეს ზაფხულის პარალიმპიადაზე დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ხოლო 2022 წელს - ზამთრის თამაშებზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო. სხვა წლებში სპორტსმენები ნეიტრალურ სტატუსში გამოდიოდნენ.
იმავე ბრძანებით ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსეთისა და ირანის 130 მოქალაქეს და 48 კომპანიას, რომლებიც, უკრაინის ხელისუფლების თქმით, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან არიან დაკავშირებული.
კრემლში ადრე აცხადებდნენ, რომ რუსეთი უკვე მიჩვეულია სანქციებს, ამიტომ მათით მუქარა „უსარგებლო საქმეა“.
ასევე ნახეთ საქართველო არ უერთდება 11 ქვეყნის ბოიკოტს და ზამთრის პარალიმპიადის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს