„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად კი აცხადებს, რომ კანდიდატურის დასახელებას აზრი არ ჰქონდა, რადგან იცოდნენ, რა იყო პროცესის არსი.
რას ამბობს ექსპერტი
„მე დამნიშნა იმ 23 სახელმწიფომ, რომლებმაც გაააქტიურეს მოსკოვის მექანიზმი. ამის შემდეგ საქართველოც ოფიციალურად იყო ინფორმირებული და მას შეეძლო დაენიშნა მეორე მომხსენებელი“, - თქვა პატრიცია გრჟებიკმა რადიო თავისუფლებასთან 13 მარტს.
მისი განმარტებითვე, შემდეგ ამ ორ მომხსენებელს შეეძლო ერთად დაენიშნათ მესამე მომხსენებელი.
- 29 იანვრით დათარიღებულ განცხადებაში „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების ინიციატორი ქვეყნები მიუთითებენ, რომ 1991 წლის მოსკოვის დოკუმენტის თანახმად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ ფაქტების დამდგენ მისიაში ერთი ექსპერტი აირჩიოს.
- განცხადებაში დაზუსტებული იყო, რომ საქართველომ ფაქტების დამდგენი მისიის ერთი წევრი უნდა აირჩიოს ODIHR-ის „ადამიანური განზომილების სფეროს მექანიზმის“ ფარგლებში არსებული ექსპერტთა სიიდან.
- ODIHR-ის მიერ ადმინისტრირებული ეს სია რეგულარულად ახლდება. სია ბოლოს 2026 წლის 2 იანვარს განახლდა და მასში რამდენიმე ათეული ექსპერტია ეუთოს წევრი 18 სახელმწიფოდან.
„თუმცა საქართველომ გადაწყვიტა, არ დაენიშნა საკუთარი მომხსენებელი“, - გვითხრა პატრიცია გრჟებიკმა.
„მე ამას აღვიქვამ, როგორც ჩემდამი ნდობას. თუ მათ არ ისურვეს საკუთარი მომხსენებლის დანიშვნა, ეს ნიშნავს, რომ ეჭვქვეშ არ აყენებდნენ ჩემს სანდოობას, როგორც მომხსენებლისას“, - განაცხადა ექსპერტმა.
ასევე ნახეთ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა - ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციარას ამბობს ირაკლი კობახიძე
„ეს აბსურდია“, - ასე უპასუხა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ორშაბათს, 16 მარტს რადიო თავისუფლების მიერ ამ საკითხზე დასმულ კითხვას მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე.
„ჩვენი მხრიდან რა აზრი ჰქონდა კანდიდატურის დასახელებას, როდესაც ვიცოდით, რა იყო ამ პროცედურის საწყისი? რა აზრი ჰქონდა ფორმალურად ამის გაკეთებას“? - განაცხადა მან.
„რასაც ეს ქალბატონი ამბობს, - თითქოს ის, რომ ჩვენ კანდიდატურა არ დავაყენეთ, ნიშნავდა მის მოწონებას, - არის აბსურდი. ასეთ აბსურდს როდესაც ამბობს, ეს მის მიკერძოებაზე დამატებით მეტყველებს“, - განაცხადა მან.
„ერთადერთი რაც გავაკეთეთ, არის ის, რომ დავეთანხმეთ შეხვედრებთან დაკავშირებით, თუმცა ამასაც დიდი ფასი არ ჰქონდა. ეს იყო და ეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ აბსურდია - კობახიძე ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) საქართველოს საქმის გადაცემის შესაძლებლობაზე „მოსკოვის მექანიზმის“ შემდეგ„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში და პასუხი
კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე წარადგინა ხელისუფლების საერთო უარყოფითი პოზიცია მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის შედგენილია „მანკიერი ვიწრო-პოლიტიკური ინტერესის გავლენით“.
ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ადამიანის უფლებებზე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
დოკუმენტს თან ერთვის „ქართული ოცნების“ მთავრობის სხვადასხვა შტოს კომენტარები, რომლებშიც ისინი მეტწილად ეწინააღმდეგებიან ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს.
12 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში ავტორი „რომის წესდებაზე“ მითითებით აღნიშნავს, რომ „წესდების“ ხელმომწერებს შეუძლიათ განიხილონ საქართველოს საქმის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC).
„იმდენად აბსურდულია ეს თემა, რომ საერთოდ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა დღეს ამ საკითხზე ირაკლი კობახიძემ.
--
- „მომხსენებლის მთავარი დასკვნა ცალსახაა“, - წერენ ეუთოს წევრი სახელმწიფოები და ანგარიშიდან ერთ-ერთ ამონარიდს ციტირებენ:„მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა დაფიქსირდა“.
- „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები“, - აცხადებენ ისინი.