ეს ინფორმაცია ეხება ბოლო ერთ წელიწადს. ოფისმა გაცხადება 17 მარტს გამოაქვეყნა.
გაეროს 2025 წლის 31 ოქტომბრამდე, 12 თვის განმავლობაში მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ ისრაელმა დააჩქარა დასავლეთი ნაპირის დიდი ნაწილის, მათ შორის, აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსია. ანგარიშში წყაროდ მოყვანილია გაეროს რეგიონული ოფისის, სამთავრობო წყაროების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგის დროს შეგროვებული ინფორმაცია.
ჟენევაში ისრაელის მუდმივმა მისიამ, სადაც გაეროს ოფისია განთავსებული, განაცხადა, რომ მუშაობს, როგორ უპასუხოს ანგარიშს.
მისიამ უარყო ისრაელის ქმედებების შესახებ წინა ანგარიშები და გასულ თვეში განაცხადა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა დაკარგა სანდოობა.
დასავლეთ ნაპირი, სადაც 2.7 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს, დიდი ხანია ცენტრალურ ადგილს იკავებს ისრაელის გვერდით მომავალი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გეგმებში. ისრაელი წლებია თანმიმდევრულად აფართოებს დასახლებებს, რამაც ტერიტორია ფრაგმენტებად დაშალა. დასავლეთ სანაპიროზე ნახევარ მილიონზე მეტი ისრაელელი მოსახლე ცხოვრობს და ისრაელი უარყოფს მოსაზრებას, რომ მისი დასახლებები უკანონოა და ამ მიწასთან ბიბლიურ და ისტორიულ კავშირებს ასახელებს.
გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ ისრაელელი მოსახლეების მიერ დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობა მკვეთრად გაიზარდა 2023 წლის ოქტომბერში ღაზაში ომის დაწყების შემდეგ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსახლეების თავდასხმები პალესტინელებზე წინა საანგარიშო პერიოდიდან, 1400-დან 1732-მდე გაიზარდა - ისრაელელი მოსახლეების ძალადობა გაგრძელდა „კოორდინირებული და სტრატეგიული გზით და მას არაფერი ზღუდავდა, ისრაელის ხელისუფლება ხშირად ხელს უწყობდა ან მონაწილეობდა თავდასხმებში".
ანგარიშში ნათქვამია, რომ გადაადგილების მასშტაბი და ყაიდა, რომელიც ემთხვევა ღაზაში ფართომასშტაბიან გადაადგილებას, მიუთითებს მასობრივი იძულებითი გადაადგილების შეთანხმებულ პოლიტიკაზე.
„ეს შეიძლება „ეთნიკურ წმენდას“ უტოლდებოდეს“, - ნათქვამია განცხადებაში, რაც გასულ თვეში გამოქვეყნებულ ანგარიშში გამოთქმულ შეშფოთებას იმეორებს.
ასევე ნახეთ ისრაელელმა მოსახლეებმა პალესტინელთა ტერიტორიაზე, სოფელში კარვებს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს - Reuters ასევე ნახეთ ისრაელმა დაამტკიცა დასახლების პროექტი, რომელმაც შესაძლოა, დასავლეთის სანაპირო გაყოს