კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა

ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი.

ასევე ნახეთ გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - ლაივბლოგი

1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ასევე ნახეთ გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

იგი გარდაიცვალა თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს.