ირანმა დაადასტურა, რომ ალი ლარიჯანი მოკლულია

ალი ლარიჯანი

ირანის მედია იტყობინება, რომ დასტურდება ამ ქვეყნის უშიშროების უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის სიკვდილი.

მედია აქვეყნებს უშიშროების უზენაესი საბჭოს სამდივნოს განცხადებას ალი ლარიჯანის სიკვდილის შესახებ.

საბჭოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, მოკლულია მისი ვაჟი და მცველებიც.

ისრაელმა დღეს, 17 მარტს, ადრე განაცხადა, რომ ალი ლარიჯანი ლიკვიდირებულია.

ალი ლარიჯანი ისლამურ რესპუბლიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.

17 მარტს ისრაელის და დასავლეთის მედიასაშუალებებმა, ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ გასულ ღამით ირანზე ისრაელის დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე ალი ლარიჯანი იყო.

ასევე ნახეთ ირანის ხელისუფლებაში ახალი მნიშვნელოვანი ფიგურა იკვეთება - ვინ არის ალი ლარიჯანი?
ასევე ნახეთ ირანი უარყოფს განმუხტვის მიზნით შეთავაზებებს. ისრაელი აცხადებს, რომ მოკლა ირანის უშიშროების საბჭოს მმართველი
ასევე ნახეთ ისრაელის არმიის ცნობით, თეირანში ლიკვიდირებულია „ბასიჯის“ მეთაური