საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ცხედარი სამების ტაძრიდან 14:40 საათზე გამოასვენეს.
მას გადაასვენებენ სიონის ტაძარში, სადაც დღეს, 22 მარტს დაკრძალავენ.
მანამდე სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის წესის აგების მსახურება აღასრულა მსოფლიო პატრიარქმა, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსმა ბართლომეოსმა.
მსახურება პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა აღასრულა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიო მუჯირთან და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
წესის აგების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საზოგადოებას მიმართეს მიტროპოლიტმა შიომ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.
ასევე ნახეთ მსოფლიო პატრიარქი: გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, ჩამოვსულიყავით და შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან ასევე ნახეთ „პატრიარქის საქართველო“, „დღეს დასრულდა დიდი ეპოქა" - მიხეილ ყაველაშვილმა და ირაკლი კობახიძემ სამების ტაძარში შეკრებილთ მიმართეს ასევე ნახეთ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, წირვა დაიწყო