სლოვენიის 90-ადგილიანი პარლამენტის ახალი შემადგენლობის ასარჩევად 22 მარტს ჩატარებული კენჭისყრის წინასწარი შედეგებით(ხმების 99,85%-ის შეჯამებით), პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობის სოციალ-ლიბერალურ პარტიას, „მოძრაობა თავისუფლება“ 28,62% აქვს, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, მემარჯვენე „დემოკრატიულ პარტიას“ - 27,95%.
მემარჯვენეთა ლიდერი, სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ახლო მოკავშირე და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იდეების მიმდევარია.
იანშა სლოვენიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2022 წელს შეცვალა გოლობმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგად სათავეში ჩაუდგა „მოძრაობა თავისუფლების“ მიერ სოციალ-დემოკრატებსა და პარტია „მემარცხენეებთან" ერთად შექმნილ კოალიციურ მთავრობას.
ასევე ნახეთ სლოვენია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც ისრაელთან იარაღით ვაჭრობაზე უარს ამბობსსლოვენიის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ მცირე 46 მანდატის მიღებაა საჭირო. წინასწარი შედეგების მიხედვით, პარტიამ „მოძრაობა თავისუფლება“ 29 მანდატი მოიპოვა, ხოლო „დემოკრატიულმა პარტიამ“ - 28.
22 მარტის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ხუთმა პარტიამ. მათზე იქნება დამოკიდებული სლოვენიის ახალი მმართველი კოალიციის შექმნა.
ასევე ნახეთ ტრამპმა უნგრეთის არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა ორბანს- ცენტრალური ევროპის ქვეყანამ, სლოვენიამ, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში იყო, დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა.
- 2004 წლიდან სლოვენია ნატოს და ევროკავშირის წევრია.