Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა უნგრეთის არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა ორბანს

დონალდ ტრამპმა საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა ვიქტორ ორბანს
დონალდ ტრამპმა საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა ვიქტორ ორბანს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთში მაღალი რანგის კონფერენციის მონაწილეებთან ვიდეომიმართვისას 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს.

შაბათს, 21 მარტს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) მონაწილეების წინაშე ნაჩვენებ ვიდეომიმართვაში დონალდ ტრამპი ამბობს:

„მსურს, საუკეთესო სურვილები გავუგზავნო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც, როგორც იცით, მე არჩევნებში ვუჭერ მხარს“.

„მას ჩემი სრული, ყველანაირი მხარდაჭერა აქვს... დიდი პატივია მისი მხარდაჭერა. მე მას წინა არჩევნების დროსაც დავუჭირე მხარი და მან გაიმარჯვა. თავისი ქვეყნისთვის მან შესანიშნავი სამუშაო შეასრულა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

უნგრეთის არჩევნები

საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში 2026 წლის 12 აპრილსაა დანიშნული.

საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, შესაძლოა, ორბანის 16-წლიანი მმართველობის ისტორიაში ეს ყველაზე რთული არჩევნები იყოს პრემიერ-მინისტრისთვის.

ოპოზიციის მიმართ ლოიალურად განწყობილი Závecz Research-ის კვლევის მიხედვით, პეტერ მადიარის პარტიას (TISZA) მხარს უჭერს ჩამოყალიბებულ ამომრჩეველთა 38%, ხოლო ორბანის პარტიას (Fidesz) 32%.

ამავე წყაროს თანახმად, ამომრჩეველთა დაახლოებით 20% გადაუწყვეტელია.

პეტერ მადიარი ვიქტორ ორბანის მთავარი კონკურენტია.

დღეს CPAC-ს ესწრება ირაკლი კობახიძე - მან გამოსვლის უმეტესი ნაწილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბარს დაუთმო.

მანამდე ის მორიგ ჯერზე შეხვდა უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG