საფრანგეთი იზიარებს აშშ-ის მიზანს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის თაობაზე - საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. 27 მარტი, 2026 წელი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ, 27 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივის, მარკო რუბიოს განცხადების თანახმად, ვაშინგტონის მიზანი ირანის ბალისტიკური შესაძლებლობების განადგურებაა და რომ პარიზს იგივე მიზნები აქვს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენის მხრივ.

„მე არ ვაპირებ მარკო რუბიოს სახელით საუბარს და სიამოვნებით მოვიყვან მის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს დღევანდელ საუბრებს აშშ-ის გაცხადებულ სამხედრო მიზნებთან დაკავშირებით, კერძოდ, ირანის ბალისტიკური შესაძლებლობების ნეიტრალიზაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბარომ საფრანგეთში G7-ის შეხვედრის კულუარებში.

როდესაც ბაროს ჰკითხეს, წარადგინა თუ არა აშშ-მ მოთხოვნები ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, მან უპასუხა, რომ საფრანგეთს იგივე მიზნები აქვს, რაც აშშ-ს და რომ ტანკერების ესკორტის სისტემა აუცილებელი იქნება რეგიონში საომარი მოქმედებების პიკის დასრულების შემდეგ.

საფრანგეთში მიმდინარე "დიდი შვიდეულის" შეხვედრაში რუბიო მეორე დღეს ჩაერთო. დასავლური დემოკრატიების წამყვანი მინისტრების შეკრება ირანსა და უკრაინაში ომების, ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე მიმდინარეობს.

რუბიომ კმაყოფილება გამოთქვა G7-ის შეხვედრით. მან განაცხადა, რომ მოველით, ირანის ოპერაცია შესაბამის დროს დასრულდება, ჩვენ კვირების, და არა თვეების, შესახებ ვსაუბრობთ. მან თქვა, რომ აშშ-ს შეუძლია მიზნებს ირანში სახმელეთო ჯარების შეყვანის გარეშე მიაღწიოს.

ასევე ნახეთ მარკო რუბიო “დიდი შვიდეულის” შეხვედრაზე საფრანგეთში: შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს ირანში სახმელეთო ჯარების შეყვანის გარეშე