გაერო ჰორმუზის სრუტეში ვაჭრობის ახალ მექანიზმს შექმნის, განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა

გაეროს წარმომადგენელი სტეფან დიუჟარიკი

გაეროს წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა 27 მარტს განაცხადა, რომ გაერთიანებულმა ერებმა შეკრიბა სამუშაო ჯგუფი, რათა შეიქმნას ახალი მექანიზმი ჰორმუზის სრუტისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს სასუქით ვაჭრობას და მასთან დაკავშირებული ნედლეულის გადაადგილებას.

სპარსეთის და ომანის სრუტეების დამაკავშირებელი სრუტე მნიშვნელოვანი სავაჭრო საზღვაო დერეფანია, საიდანაც მსოფლიოში გადის საწვავის 20 პროცენტი.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის ომის დაწყების შემდეგ თეირანმა სრუტე, რომელიც დიდწილად მისი ტერიტორიულ წყლებზე გადის, გადაკეტა, რასაც საწვავის ძლიერი გაძვირება მოჰყვა მსოფლიოში. სრუტე წარმოადგეს სასუქების ტრანსპორტის მნიშვნელოვან გზასაც.

ასევე ნახეთ ირანმა უარყო ომის დასრულების ამერიკული გეგმა - მედია