აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 27 მარტს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარი - აშშ-ის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების დონბასის რეგიონის დათმობის პირობით შეთავაზებაზე, “სიცრუეა”.
ასევე ნახეთ რუბიო: ზელენსკის მტკიცება, რომ აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები დონბასთანაა დაკავშირებული, "სიცრუეა"სააგენტო „უნიანი“ წერს, რომ ამ თემაზე მისმა კორესპონდენტმა უკრაინის პრეზიდენტს „ზუმის“ ფორმატში დაუსვა შეკითხვა, რომელზეც ზელენსკიმ უპასუხა:
„რაც შეეხება ამერიკის მხარესა თუ სახელმწიფო მდივანს, იცით, როგორც იტყვიან, აისბერგის უდიდესი ნაწილი არ მოჩანს, ხო? ასე რომ, დამიჯერეთ, მე უმცირესი ნაწილი გამოვაჩინე. მე სრულიად გულწრფელად ვლაპარაკობ. სხვადასხვაგვარად შეიძლება ფორმულირება“.
„უნიანის“ თანახმად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ აგრეთვე განმარტა, რა ხდება დიპლომატიურ ასპარეზზე და ის, თუ როდისთვის ჰპირდებიან ამერიკელები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს:
„თუკი დღეს რუსეთი ერთობ ულტიმატუმად ჟღერს: რომ ის ომს დაასრულებს მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორიიდან გაყვანის შემდეგ... და თუკი ეს ულტიმატუმი ისმის და ამერიკული მხარე ამბობს: „მას შემდეგ, რაც რუსეთი ომს შეწყვეტს, მოგცემთ გარანტიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოგცემთო“, ამის მიმართ შეიძლება სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გქონდეს, მაგრამ ყველა სიგნალი, რომლებსაც მოლაპარაკებების მთელი პროცესის განმავლობაში ვიღებთ, მეტყველებს იმაზე (და ეს მხოლოდ ჩემი ანალიზი არ არის)... ეს აბსოლუტურად პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას შევძლებთ არა ცეცხლის შეწყვეტამდე, არა ომის დასრულებამდე, არამედ მას შემდეგ, რაც ჩვენი ჯარები გამოვლენ დონბასიდან, რაც წარმოადგენს ომის დასრულების პირობას“.
უკრაინის პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინას სურს აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების ომის დასრულებამდე ხელმოწერა, რაზეც ნათქვამი აქვს აშშ-ის პრეზიდენტისთვის და არა მხოლოდ მისთვის;
ასევე ნახეთ მარკო რუბიომ და კაია კალასმა რუსეთ-უკრაინის თემაზე იკამათეს - Axios-ი„დიახ, მილაპარაკია იმაზე, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე ხელის მოწერა ომის დასრულებამდე გვინდა. ისინი თითქმის მზად იყვნენ. მსურს ყველას შევახსენო, რომ ომის დასრულებამდე გვინდა ხელის მოწერა, ისევე, როგორც Prosperity Package-ს. თუმცა, ამერიკულმა მხარემ განაცხადა: “არა, ეს მოხდება მხოლოდ ომის დასრულების მომენტში”. მე ვთქვი, რომ ეს გარანტიები არ ამოქმედდება, ამისი ნურავის შეეშინდება. ისინი ამოქმედდება, როცა კონგრესი უყრის კენჭს და კონგრესი კენჭს უყრის ომის დასრულების შემდეგ“.
ზელენსკის თანახმად, ამერიკელებს უპასუხიათ, რომ საქმე ის არ არის - როდის ამოქმედდება ეს გარანტიები, არამედ ის - როდის მისცემენ მას უკრაინას:
„გარანტიები ჩვენ გვეძლევა სწორედ მას შემდეგ, როცა დონბასიდან გამოვალთ. ეს არის ახლა ომის დასრულების პირობა.
...ამიტომაც, არავისთვის არაფერი მომიტყუებია. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ასეთი ტრადიცია. უბრალოდ, შესაძლებელია, ეს აღქმული იყო ისე, თითქოს ამერიკელები ახორციელებენ ზეწოლას, რომ ჩვენ გამოვიდეთ [დონბასიდან] და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცემენ უსაფრთხოების გარანტიებს. არ ვამბობ, რომ ისინი ახორციელებენ ჩვენზე ზეწოლას. ეს არასდროს მითქვამს არც საჯაროდ და არც სხვაგვარად. ისედაც ყველას გვესმის, რაც ხდება. გონიერ ადამიანებს არ სჭირდებათ გამეორება. ყველა ხედავს, ვინ არის ამ ვითარებაში აგრესორი. ყველა ხედავს, ვინ ახორციელებს ამ ვითარებაში ზეწოლას. ყველა ხედავს, ვინ ვისზე ახორციელებს ზეწოლას“, - განუცხადებია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სააგენტო "უნიანის" მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხად.