„ქეში“ თანხის დიდი ნაწილი, 760 000 ლარი, მან შპს "ტრანსპორტერში" კუთვნილი წილის გაყიდვით მიიღო. დანარჩენი თანხის წარმომავლობა კი არ წერია.
ამონარიდი აკაკი ალადაშვილის დეკლარაციიდან
დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, დეპუტატს საბანკო ანგარიშზე 4385 ლარი ჰქონდა, მის ცოლს კი 100 000 ლარამდე. გასულ წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, პოლიტიკოსის საბანკო ანგარიშზე 410 000 ლარი იყო, რაც წელს აღარ ფიქსირდება.
ამონარიდი აკაკი ალადაშვილის დეკლარაციიდან
აკაკი ალადაშვილის ცოლი სოფიკო კიკვაძე „თიბისი ბანკის“ "თბს კონცეპტის" მარკეტინგის ხელმძღვანელია. მან გასულ წელს ბანკიდან ხელფასის სახით 121 ათას ლარამდე თანხა მიიღო. შედარებით ნაკლები გამოიმუშავა პოლიტიკოსმა პარლამენტიდან - ჯამში 114 ათას ლარზე მეტი.
ამონარიდი აკაკი ალადაშვილის დეკლარაციიდან
დეპუტატმა 2025 წელს ხელფასის თითქმის ნახევარი, 50 000 ლარი, პარტია „ქართულ ოცნებას“ შესწირა.
ამონარიდი აკაკი ალადაშვილის დეკლარაციიდან