წლებია შალვა გოგოლაძე ათიათასობით ლარს „ქეშად“ ინახავს:
- 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით 350 000 ლარი ჰქონდა;
- 2022 წლის მაისის მონაცემებით - 200 000 ლარი;
- იგივე თანხა (200 000 ლარი) ჰქონდა ნაღდი ფულის სახით წინა წლებშიც.
შალვა გოგოლაძის ოჯახს ეკუთვნით:
- ორი ბინა თბილისში;
- ასევე 447 000 ლარად ნაყიდი მიწა შენობა-ნაგებობებით;
- ორი მიწის ნაკვეთი თბილისსა და სენაკში.
მინისტრის სახელზე რეგისტრირებული ძვირადღირებული მოძრავი ნივთები:
- ორი ავტომობილი;
- როიალი "იამაჰა".
საბანკო ანგარიშები
შალვა გოგოლაძეს „ბანკ ქართუში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე 2 386 199 ლარი აქვს. დეკლარაციის მიხედვით, მან შპს „რაიმონდის“ წილის გასხვისებით შემოსავლის სახით 2 226 502 ევრო მიიღო.
2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მაღალი თანამდებობის პირთა ხელფასები კიდევ ერთხელ გაიზარდა. პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს ხელფასი 1400 ლარით გაეზარდათ და 16 000 ლარი გაუხდათ, მინისტრებს 1190 ლარით გაეზარდათ და 13 600 ლარი გაუხდათ.
ფორუმი