ირანი ომის მუდმივი დასრულებისთვის გარანტირებულ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, აცხადებს მაღალი რანგის წყარო

Reuters-ის სააგენტოს ირანელმა მაღალი რანგის წყარომ 1 აპრილს აცნობა, რომ ირანი ომის მუდმივი დასრულებისთვის გარანტირებულ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.

წყაროს თქმით, წინა დღეს, 31 მარტს, შუამავლები ირანს დაუკავშირდნენ და განიხილეს დიპლომატიის გაგრძელების თემა.

წყარომ დაამატა, რომ შუამავლების მეშვეობით დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები არ გამართულა.

ირანმა აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა, - განაცხადა 1 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში და დასძინა, რომ ვაშინგტონი ამ საკითხს განიხილავს მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტე გაიხსნება.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თანახმად, ტრამპის განცხადება ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ ცრუ და უსაფუძვლო იყო.

"ირანის ახალი რეჟიმის პრეზიდენტმა, რომელიც თავისი წინამორბედებთან შედარებით გაცილებით ნაკლებად რადიკალური და ბევრად ჭკვიანია, ახლახან სთხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტა!" — განაცხადა ტრამპმა, რომელმაც არ დააკონკრეტა, ვის ესაუბრა.

ასევე ნახეთ

ტრამპი: ირანმა ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა. აშშ ჯერ ჰორმუზის სრუტის გახსნას ელის