ავსტრიამ განაცხადა, რომ უარი უთხრა აშშ-ს სამხედრო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე

ავსტრია ევროკავშირის წევრია, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალიტეტს იცავს.

2 აპრილს ავსტრიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა AFP-ს განუცხადა, რომ ავსტრიამ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ სამხედრო გადაფრენის ყველა მოთხოვნას უარი უთხრა.

"მოთხოვნები ნამდვილად იყო და ისინი თავიდანვე უარვყავით", - განაცხადა პოლკოვნიკმა მიხაელ ბაუერმა და დასძინა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მსგავსი მოთხოვნა "ომში მყოფ ქვეყანას ეხება, უარს ვეუბნებით".

ავსტრია ევროკავშირის წევრია, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალიტეტს იცავს და ნატოში არ არის.

თავიანთი საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი თქვეს ასევე ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ.

ასევე ნახეთ

ტრამპმა ნატოს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი დახმარება აღარ სჭირდებათ

ასევე ნახეთ

ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა ნატოს მისია არ არის


ასევე ნახეთ

გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან ირანის წინააღმდეგ მოკავშირეთა ინტერესები დაიცვან