ამ თვის ბოლოს ოჯახს დაუბრუნდება მეშვიდე უკრაინელი ბავშვიც — ნათქვამია პირველი ლედის ოფისის განცხადებაში.
უკრაინის მონაცემებით, დაახლოებით 20 ათასი ბავშვი გადაიყვანეს უკანონოდ რუსეთსა და ბელარუსში, სადაც მათ ზოგჯერ სამხედრო მომზადებას უტარებენ და აიძულებენ, საკუთარი ქვეყნის ჯარის წინააღმდეგ იბრძოლონ.
აგვისტოში მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მისწერა ომის გამო ოჯახებს მოწყვეტილი უკრაინელი ბავშვების მძიმე მდგომარეობაზე.
ასევე ნახეთ
წამება, სექსუალიზებული ძალადობა, დეპორტაციები, მობილიზაცია. გაეროს ანგარიში უკრაინაში ომის შესახებთეთრი სახლის განცხადებით, ეს იყო მეოთხე შემთხვევა, როდესაც აშშ-ის პირველმა ლედიმ ბავშვების ოჯახებში დაბრუნება დააჩქარა.
გაეროს გამოძიებამ გასულ თვეს დაადგინა, რომ 2022 წელს მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო გასცა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და კიდევ ხუთი რუსის დაკავების ორდერები.