მისი თქმით, ყველა მათგანი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა.
რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ ამის შესახებ გუშინ განაცხადა. მისი თქმით, შვიდი ბავშვი ექვს ოჯახში დაბრუნდა.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 2070 ბავშვი უკვე დაბრუნდა სახლში, დასძინა ლუბინეცმა.
უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინიდან რუსეთში დეპორტირებულ იქნა 19546 ბავშვი. ინიციატივა Bring Kids Back UA-ის ფარგლებში მოხერხდა ორი ათასზე ოდნავ მეტი ბავშვის წარმატებით დაბრუნება უკრაინაში.
თავის მხრივ, რუსული მხარე აცხადებს, რომ რუსეთში „რეგისტრირებულია“ 700 000 უკრაინელი ბავშვი. ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი რუსულ ოჯახებს გადაეცათ შვილად აყვანის მიზნით.
გაეროს საერთაშორისო კომისიამ დამოუკიდებლად დაადასტურა 1205 ბავშვის გადაადგილება. მათგან 995 ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ 11 დაწესებულების აღზრდილია. მარტში კომისიამ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების დეპორტაცია, უკანონო გადაყვანა და იძულებით გაუჩინარება ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აღიარა, ხოლო ამ ბავშვების უკრაინაში რეპატრიაციის დაგვიანება სამხედრო დანაშაულად კვალიფიცირდა.
2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. მათ ბრალი ედებათ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციაში