ირანმა ჰორმუზის სრუტის გავლის ნებართვა მისცა თავისი პორტებისკენ მომავალ, აუცილებელი საჭიროების საქონლით დატვირთულ ხომალდებს. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის მიერ შაბათს გამოქვეყნებულ ოფიციალურ წერილზე დაყრდნობით.
წერილის თანახმად, ხომალდებმა, რომლებიც ირანის პორტებისკენ მოძრაობენ, - მათ შორის მათ, რომლებიც ამჟამად ომანის ყურეში იმყოფებიან, - ხელისუფლებასთან კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ და უნდა დაიცვან სრუტის გავლისთვის შემოღებული წესები.
მას მერე, რაც აშშ-მა და ისრაელმა 28 თებერვალს ირანზე თავდასხმები დაიწყეს, თეირანმა ფაქტობრივად დახურა ჰორმუზის სრუტე - რომელიც, ჩვეულებრივ, მსოფლიო ნავთობის ვაჭრობის დაახლოებით მეხუთედს გაატარებს.