CNN-ის ცნობით, აშშ-მა ირანთან ომის დროს მინიმუმ შვიდი პილოტირებული თვითმფრინავი დაკარგა

აშშ-ის საჰაერო ძალებისა და ცენტრალური სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ ამ ფოტოზე გამოსახულია აშშ-ის საჰაერო ძალების F-15E Strike Eagle, რომელიც საბრძოლო მისიაში მონაწილეობის მისაღებად მიემართება. ადგილი უცნობია. 16 მპრტი, 2026.

CNN-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომის დროს სულ მცირე შვიდი პილოტირებული თვითმფრინავი დაკარგა.

უახლეს დანაკარგებს შორისაა F-15E Strike Eagle, რომელიც ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 3 აპრილს ჩამოაგდო, და A-10 Thunderbolt II, რომელიც ჩამოგდებული F-15-დან ეკიპაჟის წევრის გადარჩენის ოპერაციის დროს დაზიანდა და ცეცხლი გაუჩნდა.

CNN-ის ცნობით, 2 მარტს ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემამ „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად ჩამოაგდო აშშ-ის სამი F-15 გამანადგურებელი. 12 მარტს ერაყში ჩამოვარდა KC-135 ტანკერი, რის შედეგადაც ეკიპაჟის ექვსი წევრი დაიღუპა. 27 მარტს საუდის არაბეთში აშშ-ის საჰაერო ბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად განადგურდა ადრეული შეტყობინების თვითმფრინავი E-3 Sentry.

გარდა ამისა, CNN-ის წყაროების ცნობით, მარტში F-35 გამანადგურებელმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საჰაერო ბაზაზე საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, ირანის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მას.

კვირას, უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედროებმა ჩამოგდებული F-15 გამანადგურებლის ეკიპაჟის მეორე წევრი გადაარჩინეს. CBS News-ის ცნობით, სამაშველო ოპერაციის დროს აშშ-მა ორი სატრანსპორტო თვითმფრინავი გაანადგურა, რათა ისინი ირანის ჯარებს არ ჩაეგდოთ ხელში.

ასევე ნახეთ

ამერიკელმა სამხედროებმა ირანში ჩამოგდებული აშშ-ის F-15-ის ეკიპაჟის მეორე წევრი გადაარჩინეს