ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი მაჯიდ ხადემი.
„გუშაგთა კორპუსმა“ გენერალ ხადემის დაღუპვის ფაქტი 6 აპრილს დაადასტურა დამატებითი დეტალების დაკონკრეტების გარეშე. ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის თანახმად, მაჯიდ ხადემი ლიკვიდირებულია ისრაელის ავიადარტყმის შედეგად.
მაჯიდ ხადემი დაზვერვის სამსახურის უფროსად 2025 წლის ზაფხულში დაინიშნა მას შემდეგ, რაც ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ აშშ-ისრაელის მიერ 2025 წლის ივნისში ჩატარებული 12-დღიანი ოპერაციისას დაიღუპა ამ სამსახურის ხელმძღვანელი მოჰამად ყაზემი.
2026 წლის იანვარში შეერთებულმა შტატებმა მაჯიდ ხადემის სანქციები დაუწესა ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მასობრივი ძალადობის ხელშეწყობის გამო.
ასევე ნახეთ
ტრამპის დაუმთავრებელი საქმე - რა უძღოდა წინ “ეპიკურ მრისხანებას”- ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის მორიგი სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვლიდან მიმდინარეობს. პირველივე დღეს მოკლეს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.
- სამხედრო-საჰაერო ოპერაციის დაწყებიდან ლიკვიდირებულია ათეულობით ირანელი მაღალჩინოსანი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.
ასევე ნახეთ
მოჯთაბა ხამენეის უმაღლეს სასულიერო ლიდერად არჩევა - „დაუმორჩილებლობის“ გზავნილი ირანიდან- ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაწყებულ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. აშშ ამ პროგრამას გლობალურ საფრთხედ მიიჩნევს და მის დახურვას მოითხოვს, თეირანის თანახმად კი, პროგრამას მხოლოდ სამოქალაქო მიზნები აქვს.
- აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.