დაღესტანში სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის და მეწყრის შედეგად, ევაკუაციას დაექვემდებარა ოთხ ათასზე მეტი მოსახლე.
5 აპრილს ორსული ქალი და 12 წლის გოგო გაიტაცა დინებამ, მას მერე, რაც ფედერალურ მაგისტრალზე ხიდი ჩაინგრა, კალის დასახლებულ პუნქტში. დაზარალებულები მდინარიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კიდევ ერთი ქალი დაიღუპა სოფელ კირკიში, სადაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია.
ვრცელდება ინფორმაცია ხუთი წლის გოგოს დაღუპვაზეც, სოფელ მამედკალასთან ახლოს. მიმდინარეობს 44 წლის ქალის ძებნის ოპერაცია.
მარტის ბოლოდან ეს მეორე მასშტაბური წყალდიდობაა დაღესტანში.