წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპი თეირანს ინფრასტრუქტურაზე დამანგრეველი თავდასხმებით ემუქრება.
ევროპის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები შუადღისას გაიზარდა, რადგან რეგიონში ვაჭრობა აღდგომის დღესასწაულის უქმე დღეების შემდეგ განახლდა, ხოლო აზიის საფონდო ინდექსები ძირითადად მცირე ზრდით დაიხურა.
ტრამპმა თეირანი გააფრთხილა, რომ თუ ის 7 აპრილს სრუტეში თავისუფალ გადაადგილებას არ დაუშვებს, შეერთებული შტატები ირანის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის „სრულ განადგურებას“ დაიწყებს.
ირანმა ჰორმუზი 28 თებერვლიდან გადაკეტა, ომის დაწყების საპასუხოდ, რამაც მსოფლიო ნავთობისა და გაზის ფასები გაზარდა.
მსოფლიო ნავთობის დაახლოებით, მეხუთედი, ჩვეულებრივ, ირანსა და ომანს შორის მდებარე ამ სრუტის გავლით გადის მსოფლიო ბაზარზე.
„მსოფლიო ბაზრები გადამწყვეტი დღისთვის ემზადებიან, რადგან პრეზიდენტ ტრამპის მიერ დანიშნული ვადა ინვესტორებს ანერვიულებს, განწყობა კი ესკალაციის რისკის გათვალისწინებით, მოსალოდნელზე უკეთესია“, - განაცხადა Hargreaves Lansdown-ის ბირჟების უფროსმა ანალიტიკოსმა, მეტ ბრიცმანმა.
ასევე ნახეთ
ტრამპი ირანზე ზეწოლას აძლიერებს მასშტაბური სამხედრო მოქმედების მუქარით - ლაივბლოგივადის მოახლოებასთან ერთად, ირანმა უკან დახევის არანაირი ნიშანი არ გამოავლინა.
ახლო აღმოსავლეთიდან საწვავის მომარაგების შემცირებამ მსოფლიოს მთავრობები აიძულა, ინფლაციის მორიგი ზრდის შიშის ფონზე ეკონომიკური დახმარების ზომები გამოეცხადებინათ.
გასულ კვირას აშშ-ის მონაცემებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში მომსახურების აქტივობის ზრდა გასულ თვეში შენელდა, რადგან კომპანიები აკვირდებოდნენ ენერგიის მაღალ ფასებს და მიწოდების ჯაჭვში შეფერხებისთვის ემზადებოდნენ.
ომისგან დამოუკიდებლად, Samsung Electronics-ის აქციები დაახლოებით ერთი პროცენტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიურმა გიგანტმა შეაფასა, რომ პირველი კვარტლის მოგება 755 პროცენტით გაიზარდა და ყველა დროის მაქსიმუმს, 38 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ხელოვნური ინტელექტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩიპების მრავალრიცხოვანი გაყიდვების ხარჯზე მოხდა.