„ახლა მიზანი უნდა იყოს მომდევნო დღეებში ომის დასრულებაზე სწრაფი და ხანგრძლივვადიანი შეთანხმების მიღწევა. ამისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დიპლომატიური გზებით", - აღნიშნულია 8 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, კანადის პრემიერმინისტრი მარკ კარნი, დანიის პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიკსენი, ნიდერლანდის პრემიერმინისტრი რობერტ იეტენი, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლეიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და იაპონიის პრემიერმინისტრი სანაე ტაკაიჩი.
ისინი მხარს უჭერენ ვითარების "არსებითი მოგვარებისკენ" სწრაფ პროგრესს:
"ეს იქნება გადამწყვეტი ირანის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამას შეუძლია თავიდან აგვაცილოს მწვავე გლობალური ენერგეტიკული კრიზისი".
ასევე ნახეთ
ჰეგსეთი "ეპიკურ მრისხანებას" აცხადებს ისტორიულ სამხედრო გამარჯვებად: იქ ვრჩებით, არსად მივდივართგანცხადების ხელმომწერი ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევას და რომ აღნიშნულ საკითხზე "მჭიდრო კომუნიკაცია" აქვთ აშშ-თან და სხვა პარტნიორებთან.
განცხადებაში არის მოწოდება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გავრცელდეს ლიბანზეც:
"მოვუწოდებთ ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შესრულებისკენ, მათ შორის - ლიბანში".
ეს პოზიცია წინააღმდეგობაშია ისრაელის ხედვასთან, რომლის პრემიერმინისტრმაც ირანთან ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა ლიბანზე მისი გაუვრცელებლობის დათქმით განაცხადა.
ევროპელი ლიდერები და იაპონიის პრემიერმინისტრი აცხადებენ, რომ მათი მთავრობები "შეიტანენ წვლილს ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის უზრუნველყოფაში".
8 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დაახლოებით 15 ქვეყანა გეგმავს ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის ხელშეწყობას:
„დაახლოებით 15 ქვეყანაა მობილიზებული და საფრანგეთის ლიდერობით, მონაწილეობს დაგეგმვაში იმისათვის, რომ ირანთან კოორდინაციით, განხორციელდეს მკაცრად თავდაცვითი მისია გემების მიმოსვლის აღსადგენად“, - განაცხადა მაკრონმა 8 აპრილს თავდაცვის შესახებ მრჩევლებთან და კაბინეტის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე.
„როიტერსის“ თანახმად, მაკრონი მიესალმა ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას, თუმცა განაცხადებს, რომ ვითარება კვლავაც კრიტიკულია ლიბანში. საფრანგეთის პრეზიდენტი გამოდის მოწოდებით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანზეც გავრცელდეს. საფრანგეთი ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს თავის ყოფილ პროტექტორატ ლიბანთან:
„არსებულ კონტექსტში ჩვენი სურვილია, ცეცხლის შეწყვეტა სრულად გავრცელდეს ლიბანზე“.
ასევე ნახეთ
გრძელდება ისრაელის ძლიერი იერიშები ლიბანზე - ლაივბლოგიაშშ-ისა და ისრაელის მიერ სამხედრო ოპერაციების დაწყებამდე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამდე, გადაზიდვის ეს მონაკვეთი მსოფლიო ნავთობის მეხუთედს ატარებდა.
7 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა თავის ვიდეომიმართვაში ილაპარაკა ჰორმუზის ჩაკეტვით გამოწვეულ ეკონომიკურ ეფექტზე როგორც გლობალურ, ისე საკუთრივ უკრაინის ეკონომიკაზე.
"უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ კონსულტაციებში ჰორმუზის სრუტის ამუშავებაზე. უსაფრთხო ნავიგაციას გლობალური მნიშვნელობა აქვს - ჩვენ ეს ვიცით, შავ ზღვაზე საზღვაო მარშრუტების დაცვის საკუთარი გამოცდილებიდან. ამისი მნიშვნელობა უნდა გაიაზროს ყველამ მსოფლიოში. ცხადია, ვითარება შეიძლება ყოველდღე და საკმაოდ მნიშვნელოვნადაც შეიცვალოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც ირანის თავს და ევროპისა და ამერიკის ურთიერთობებში ხდება“.
ორიოდე დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე ნატოს ევროპელი წევრებისგან მიღებული უარის გამო.