დღეს, 11 აპრილს, პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯი დი ვენსი უკვე გაემგზავრა ისლამაბადში, სადაც ამერიკისა და ირანის დელეგაციები შეხვდებიან ერთმანეთს.
ვენსს პაკისტანის სამხედრო ძალების მეთაური ასიმ მუნირი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ იშაკ დარი და აშშ-ის საელჩოში ისლამაბადში საქმეთა დროებითი რწმუნებული ნატალი ბეიკერი დახვდნენ.
ამ მოლაპარაკებებმა, შესაძლოა, საბოლოოდ განსაზღვროს, შენარჩუნდება თუ არა ორკვირიანი მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, თუ რეგიონი კვლავ განახლებულ კონფლიქტში ჩაეშვება.
CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეები პაკისტანის შუამავლობით მოლაპარაკებების დღის წესრიგზე შეთანხმებიდან, ხოლო შემდეგ შეხვედრას პირისპირ გააგრძელებენ.
ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის წარმომადგენლები.
ირანის დელეგაციაში კი საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი, პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაკერ ყალიბაფი.
10 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ის ელის პროგრესს, რამაც შეიძლება „გახსნას ყურე ფორმალური შეთანხმებით ან მის გარეშე“, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ არ მისცემს ირანს ჰორმუზის სრუტეზე ეფექტურად კონტროლის ან მასზე ზეწოლის საშუალებას.