დრონის ნამსხვრევებმა კრასნოდარის მხარეში ნავთობის საწყობში ხანძარი გააჩინა

(საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთის კრასნოდანის მხარის ხელისუფლება იტყობინება ინციდენტის შესახებ, რასაც ხანძარი მოჰყვა ნავთობის საცავში.

11 აპრილს, ამავე ცნობით, რუსეთის ქალაქ კრიმსკში, ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე ჩამოვარდა დრონის ნამსხვრევები, რამაც გამოიწვია ხანძარი.

Reuters-ი ეყრდნობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხანძარი დილით ჩააქრეს, და რომ დაშავებულები არ არიან.

ასევე ნახეთ

რუსული თავდასხმა ოდესაზე: დაიღუპა ორი ადამიანი