საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ირანის პრეზიდენტს ელაპარაკა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 11 აპრილს განაცხადა, რომ ესაუბრა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს და ხაზი გაუსვა პაკისტანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების საშუალებით არსებული სიტუაციის დეესკალაციის მნიშვნელობას.

„მე ხაზი გავუსვი ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის თავისუფლებისა და უსაფრთხოების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენის აუცილებლობას, რაშიც საფრანგეთი მზადაა წვლილი შეიტანოს. მე დაბეჯითებით ვთქვი, რომ ცეცხლის შეწყვეტას სრული პატივი უნდა ვცეთ, მათ შორის ლიბანში“, - თქვა მაკრონმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ასევე ნახეთ

ირანის მედია, პაკისტანის წყარო და თეთრი სახლი ადასტურებენ ისლამაბადში ირანის, აშშ-სა და პაკისტანის სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას