Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის მედია, პაკისტანის წყარო და თეთრი სახლი ადასტურებენ ისლამაბადში ირანის, აშშ-სა და პაკისტანის სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი და ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ ყალიბაფი. (კოლაჟი)
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი და ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ ყალიბაფი. (კოლაჟი)

ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში.

აშშ-ს წარმოადგენენ ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, თეთრი სახლის წაგზავნილი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი. ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები არიან პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ ყალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაყჩი, მასპინძლის წარმომადგენელია პაკისტანის არმიის მეთაური - ავრცელებს ცნობას პაკისტანის წყარო, რომელიც შემდეგ დაადასტურა თეთრი სახლის წარმომაპდგენელმა.
ირანულმა მედიამ 11 აპრილს განაცხადა, რომ ისლამაბადში შეერთებულ შტატებთან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მოლაპარაკებები დაიწყო.

საინფორმაციო სააგენტოები Far-იიs და Tasni-იm აცხადებენ, რომ „მოლაპარაკებების დაწყება გადაწყდა“ „წინასწარი მოლაპარაკებების დროს მიღწეული პროგრესისა და სიონისტური რეჟიმის
მიერ ლიბანში სამხრეთ ბეირუთში თავდასხმების შემცირების“ შემდეგ. ირანული მხარე ისრაელს გულისხმობს. ისრაელს, ირანის ომში მონაწილე მხარეს, წარმომადგენელი ისლამაბადის მოლაპარაკებაში არ გაუგზავნია.

ის დათანხმდა ლიბანთან მოლაპარაკებებს, თუმცა ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გამორიცხა.

ირანულმა სააგენტოებმა Mehr-მა და Isna-მ ასევე გამოაცხადეს მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, მას შემდეგ, რაც პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფის ოფისმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები „დაიწყო“.

ომის დასრულების პირობებია ჰორმუზისირანის მიერ ჩაკეტილი სრუტის გახსნა, ირანისთვის ზარალის კომპენსაცია, ასევე სანქციების ძალით ირანის გაყინული აქტივების თეირანისთვის გადაცემა. ერთ-ერთი მთავარი თემაა ირანის ბირთვული პროგრამა.

ეს იქნება აშშ-ირანის უმაღლესი დონის მოლაპარაკებები 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. თუ ორივე მხარე პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს როგორც მოსალოდნელია, ეს იქნება პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები 2015 წლის შემდეგ, როდესაც მათ მიაღწიეს შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG