პორტალი DeepState: რუსეთის ჯარისკაცებმა ოთხი უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს

საილუსტრაციო ფოტო: გაცვლის შედეგად გათავისუფლებული უკრაინელი სამხედრო ტყვეები. 17 ივლისი, 2024.

უკრაინულმა ანალიტიკურმა პორტალმა DeepState-მა, რომელიც ფრონტზე ვითარებას აკვირდება რეალურ დროში, განაცხადა, რომ რუსეთის სამხედროები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შევიდნენ ხარკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტ ვეტერინარნოეს მახლობლად და ტყვედ აიყვანეს უკრაინის არმიის ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის ოთხი მებრძოლი.

პორტალის თანახმად, ამის შემდეგ რუსეთის სამხედროებმა ეს უკრანელი ტყვეები დახვრიტეს.

როგორც BBC იტყობინება, DeepState-მა ტელეგრამში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ ადასტურებს მკვლელობის ფაქტს.

„მტერმა მორიგ ჯერზე დაარღვია ომის წარმოების წესები და ჩვევები - ხარკოვის ოლქში, ვეტერინარნოესთან, დახვრეტილია 4 უკრაინელი სამხედრო ტყვე,“ ნათქვამია DeepState-ის ცნობაში.

რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არც წარსულში გამოხმაურებია რუსეთის სამხედროების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს სამხედრო დანაშაულში ან ჟენევის კონვენციების დარღვევაში.

ასევე ნახეთ

"სააღდგომო ზავის" მიუხედავად რუსეთმა იერიში მიიტანა სასწრაფო დახმარების ავტომობილზე