ოდესაში მრავალსართულიან სახლზე რუსეთის დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა

მრავალსართულიანი სახლი რუსული იერიშის შემდეგ. ოდესა, 15 აპრილი, 2026.

რუსეთის ჯარებმა ოდესაში დრონით დაარტყეს მრავალსართულიან შენობას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ოლეჰ კიპერმა განაცხადა.

მისი თქმით, დარტყმის შედეგად დაზიანდა მეხუთედან მეშვიდე სართულამდე მდებარე ბინები.

კიპერი იტყობინება, რომ ოდესის ოლქის ბერეზოვკის რაიონში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო სახლის სახურავი, მიმდებარე ტერიტორიაზე კი ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმებს რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო დანაშაულებად აფასებენ, ხოლო რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და აცხადებს, რომ თავდასხმები სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგაა მიმართული.

ასევე ნახეთ

უკრაინაში მსხვერპლია რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგად