ტელეკომპანია ZDF-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები 17 აპრილს გამოქვეყნდა.
ZDF-ის ტრადიციულ გამოკითხვებში ულტრამემარჯვენეებმა პირველად გაუსწრეს მმართველ კოალიციაში მყოფი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) კონსერვატიულ ბლოკს.
გამოკითხვის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, პარტიას, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმას მისცემდა 26%, ხოლო კონსერვატიულ ბლოკს - 25%. მარტთან შედარებით ულტრამემარჯვენეების მხარდაჭერის მაჩვენებელი არ შეცვლილა, CDU/CSU-ს მხარდაჭერა კი 1%-ითაა შემცირებული.
12%-იანი მხარდაჭერა აქვს CDU/CSU-თან ერთად მმართველ კოალიციაში მყოფ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. მარტთან შედარებით მისი მხარდაჭერის მაჩვენებელიც 1%-ითაა შემცირებული.
ამ მონაცემებით, კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს დღევანდელი მმართველი „შავ-წითელი" კოალიცია საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებდა.
ასევე ნახეთ
გერმანელ ულტრამემარჯვენეს ფრაქცია დაატოვებინეს რუსეთში გამართულ ფორუმში მონაწილეობისთვისასევე ნახეთ
გერმანიის პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა კიდევ ერთ ულტრამემარჯვენე დეპუტატსრაც შეეხება სხვა პარტიებს, 17 აპრილს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებით, „მწვანეებს“ მხარს უჭერს 14%, „მემარცხენეებს“ - 11%.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, თუ გერმანიის ფედერალური მთავრობის მუშაობით მარტში კმაყოფილი იყო 34%, აპრილში ეს მაჩვენებელი 27%-ია.
კანცლერ ფრიდრიხ მერცის საქმიანობას უარყოფითად აფასებს 65% (მარტში 57%).
ასევე ნახეთ
გერმანია დროებით ზომას მიმართავს საწვავის გაძვირებით გამოწვეული ვითარების შესამსუბუქებლადტელეკომპანია ZDF-ის დაკვეთით გამოკითხვა 2026 წლის 14-16 აპრილს ჩაატარა კვლევითმა ჯგუფმა Wahlen. მან ხმის უფლების მქონე 1355 მოქალაქე გამოჰკითხა.
გერმანელი ულტრამემარჯვენეების რეიტინგის ზრდა აჩვენა სხვა სოციოლოგიური ინსტიტუტების კვლევებმაც. მაგალითად, YouGov-ის მიერ 10-13 აპრილს ჩატარებული გამოკითხვით, უახლოეს კვირადღეს არჩევნები რომ ტარდებოდეს, პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარს დაუჭერდა 27%.
- გერმანიაში 2025 წლის თებერვალში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ულტრამემარჯვენეებმა ხმების 20,8% მიიღეს.
- ბლოკმა CDU/CSU - 28,6% და სოციალ-დემოკრატებმა - 16,4%.