კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ სოციალური ქსელებით 20 აპრილს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბროვარის რაიონში დაზიანებულია კერძო და მრავალბინიანი სახლები. დაშავდა ერთი ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად სახლი დაიწვა ხარკოვის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი.
სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები. დაშავდა ერთი ადამიანი. ამ ოლქის კიდევ რამდენიმე რაიონში, მათ შორის ქალაქ ნიკოპოლში ხუთი ადამიანი დაიჭრა. დაზიანებულია სახლები და საწარმოები. ოთხი ადამიანი დაიჭრა სუმის ოლქშიც.
დრონებით შეტევა იყო ქალაქ ნიკოლაევზეც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანებულია სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.
- უკრაინაში გასულ ღამით გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებში გადავიდნენ.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 20 აპრილს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 142 დრონით. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 113 დრონის მოგერიება და 28-ით პირდაპირი დარტყმა 18 ადგილზე.
ასევე ნახეთ
კიევში ტერაქტისას პოლიციელების გაქცევაზე გამოძიება დაიწყოუკრაინული დრონებით მორიგი შეტევის შესახებ განაცხადა რუსეთმაც. კრასნოდარის მხარის გუბერნატორ კონდრატიევის ინფორმაციით, ქალაქ ტუაფსეში, პორტზე შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
კრასნოდარის მხარის პროკურატურის თანახმად, საზღვაო პორტში დაზიანებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 20 აპრილს დილით გავრცელებული მოკლე ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში კრასნოდარის მხარეში, რუსეთის კიდევ ხუთ რეგიონში, ყირიმში და შავი და აზოვის ზღვების თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს" 112 უკრაინული დრონი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.