20 აპრილს დილით კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა დაადასტურა, რომ დრონებით „მასირებული შეტევის“ შედეგად პორტში ხანძარია.
კონდრატიევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი. გუბერნატორის თანახმად, დრონების ნამსხვრევებმა ქალაქში დააზიანეს მრავალბინიანი სახლი, სკოლის, საბავშვო ბაღის და მუზეუმის შენობები, ეკლესია და გაზსადენი.
კრასნოდარის მხარის პროკურატურის ცნობით, პორტში დაზიანებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა ASTRA თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ გასულ ღამით პორტზე დრონებით შეტევის შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რეზერვუარების პარკში.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართული კომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაში მყოფ ამ ქარხანას დრონებით შეუტიეს 16 აპრილსაც. ხანძარს რამდენიმე დღის განმავლობაში აქრობდნენ.
ასევე ნახეთ
კიევის, ხარკოვის, ნიკოლაევისა და სხვა ოლქებზე დრონებით შეტევა იყორუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 20 აპრილს დილით გავრცელებული მოკლე ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში კრასნოდარის მხარეში, რუსეთის კიდევ ხუთ რეგიონში, ყირიმში და შავი და აზოვის ზღვების თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს" 112 უკრაინული დრონი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
გასული ღამის განმავლობაში რუსული დრონებით შეტევა იყო უკრაინაზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა ათზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანებულია სახლები, საწარმოები და ელექტროგადამცემი ხაზები.